„მოვთხოვე, რომ ეს დაემტკიცებინა, თუ არადა ცრუ ადამიანი იქნები – მეთქი, მერე  მითხრა – მტყუანსო” – მარტვილის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში ხმაური და დაპირისპირება იყო (ვიდეო)

მარტვილში, ბალდის მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მეუფე სტეფანეს მიერ პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებას მოჰყვა.

როგორც მეუფე ათინოგენი  აცხადებს მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავაზე თქვა, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემდეგ მოხდა სიტყივერი დაპირისპირება და  სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანეს  ცრუ და „არაკაცი უწოდეს.

„მეუფე სტეფანემ წირვა ჩაატარა როგორც უნდოდა, ჩვენი თანამსახურების გარეშე. როცა გამოვიდა იქიდან, მრევლი დახვდა, ვისაც ტკივილი და განცდა ჰქონდა, რომ მან ნაშიერები ნაციონალური ნიშნით დაყოფილად ​და ზონდერებად გამოაცხადა. ამ ხალხს უნდოდა საუბარი მათთან.

ეს საუბარი შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ მან თქვა, მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო.  როდესაც ეპისკოპოსი სიტყვას მაბობს ის უნდა დარჩეს ბოლომდე, ყოველშემთხვევაში მე ასე ვცხოვრობ. მე მოვთხოვე, რომ ეს დაემტკიცებინა, თუ არადა ცრუ ადამიანი იქნები – მეთქი, მერე  მითხრა – მტყუანსო”,- განაცხადა მამა ათინოგენმა.