კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ მოგვიწევს – ვახტანგ კალოიანი

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ, ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო.

ვახტანგ კალოიანი “ღამის კურიერის” ეთერში განმარტავს, რომ ვირუსი ვაქცინირებულ ადამიანსაც შეიძლება შეხვდეს, თუმცა მსუბუქად გადაიტანს:

“დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო ვაქცინაცია გრიპის ტიპის მიხედვით.

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი, 15%-იანი, შეიძლება ცოტა მეტი რისკი, რომ დაგვემართოს კორონავირუსი, ოღონდ დაგვემართოს ბევრად მსუბუქად, რეანიმაციაში კი არა, საავადმყოფოშიც კი არ მოვხვდეთ და გადავიტანოთ ის ისე მსუბუქად, როგორც ჩვეულებრივი გაციება,” – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.