თამარ კეკენაძე: მატულობს ზეწოლა ამომრჩეველზე ჭიათურაში

  ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ჭიათურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები“ სრული შემადგენლობით გვერდში უდგანან ჭიათურის მაჟორიტარობის კანიდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს. 

– ,,არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად სამწუხაროდ უფრო და უფრო მატულობს ზეწოლა ამომრჩეველზე ჭიათურაში. ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მოსახლეობა ჩვენს კანდიდატს, ბატონ თემურ გაფრინდაშვილს, ქართული ოცნების წარმომადგენლები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ დააშინონ ამომრჩეველი. საუბარია როგორც სოციალური დახმარების მოხსნაზე, ასევე საჯარო სამსახურებიდან დათხოვნაზე. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან და თანაბარ პირობებში ჩატარება.

ჩვენ ვაპირებთ ჭიათურაში არსებული ყველა ყველა დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუს და უწყებათშორის კომისიას. ,,თავისუფალი დემორკატების“ გამგეობის ყველა წევრი ვაპირებთ არჩევნების დღეს ვიყოთ ჭიათურაში. აქ იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს.

,,თავისუფალი დემოკრატები ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ ბატონ თემურთან ერთად და დავიცვათ ჭიათურელების ინტერესები“ – განაცხადა  კეკენაძემ.

კომენტარის დატოვება