თენგიზ ცერცვაძე: „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს, რომ კორონავირუსი მძიმედ არ წარიმართოს და სიკვდილით არ დასრულდეს

პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას – იძლევა თუ არა ვაქცინა იმის გარანტიას, რომ პოსტკოვიდური გართულება არ იყოს.

როგორც მან აღნიშნა, „ატსრაზენეკას“ ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს, რომ კორონავირუსი მძიმედ არ წარიმართოს და სიკვდილით არ დასრულდეს.

„ვაქცინამ იმის გარანტია უნდა მოგვცეს, რომ კოვიდის შემთხვევები ძალიან შემცირდეს, 100%-ით ვერ იცავს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 70-დან 95%-მდე იცავს. მძიმე შემთხვევებისგან „ასტრაზენეკა“ 100%-ით იცავს. მძიმე შემთხვევა რას ნიშნავს იცით, „ასტრაზენეკას“ რომ გაიკეთებ, ის ვერ გიცავს მთლიანად, რომ ავად არ გახდები, შეიძლება ვინმე დაინფიცირდეს, მაგრამ მძიმე ფორმა, მძიმე მიმდინარეობა არ განუვითარდება და სიკვდილით არ დამთავრდება. პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებთ. არავითარი კავშირი არ აქვს. ვაქცინამ უნდა დაგვიცვას ინფიცირებისგან. ვაქცინას პოსტკოვიდურ სინდრომთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ცერცავძემ.