ელენე ხოშტარია – პოზნერმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნორმალური სახელმწიფო ასეთ ადამიანს ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ აძლევს

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა, ქვეყანაში არ შემოუშვას. ამის შესახებ   ხოშტარიამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ნორმალური სახელმწიფო ასეთ ადამიანს ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ აძლევს. მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ. თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, მაშინ ამას მოყვება საზოგადოების რეაქცია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.