ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს- აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით „რუსეთი ოკუპანტია“ გააცილეს

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა სასტუმრო, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, დატოვა.

პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორიიდან პოლიციის კორდონის საშუალებით გაიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტი შეძახილებით – ,„რუსეთი ოკუპანტია“ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გააცილეს.

ადგილზე იყო დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქტივისტებმა სასტუმროს სტუმრები შეძახილებითა და სტვენით გააცილეს.

სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.