უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე სკანდალურ წერილს აქვეყნებს: „გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული განუკითხაობაა – პატიმრები დაუცველები არიან, სასწრაფოდ შეცვალეთ ციხის ჯალათი დირექტორი”

„გლდანის  N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხეში სრული განუკითხაობაა და პატიმრები დაუცველები არიან!  ამ დროს რას აკეთებს ქინქლაძე! ” , – ამ შინაარსის წერილს აქვეყნებს უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე და გლდანის ციხეში არსებულ იმ  სასტიკ რეალობაზე საუბრობს, რომელსაც პატიმრები თითქმის სისტემატურად აწყდებიან.

„ქვემოთ მოყვანილი  ტექსტი არის ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ კონკრეტულ პატიმარს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკანში ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა პატიმრებთან. ამ დროს ციხის ადმინისტრაცია არაფერს არ აკეთებს და პატიმრებს ერთმანეთთან კონფლიქტის შესაძლებლობას აძლევს.

ისმის კითხვა? რატომ აძლევს ადმინისტრაცია კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობას პატიმრებს?! რატომ არ იღებს კონკრეტულ ზომებს, პატიმართა უფლებების დასაცავად?!

როცა უნდა, კონტროლის შიშით, პატიმრებს დირექტივებს აძლევენ და არაადამიანურადაც ექცევიან, ხოლო თუკი უნდათ პატიმრებს ეძლევათ შესაძლებლობა საკანში რამდენიმეჯერაც კი იჩხუბონ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ!”, – აცხადებს  უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე

ოფიციალური წერილში, რომელსაც უფლებადამცველი აქვეყნებს ვკითხულობთ:

,, ბატონო „….”
თქვენი 2021 წლის 16 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება:

1. სისხლის სამართლის N „….” საქმეზე, 2021 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 18:54 საათზე, N8 პენიტენციური დაწესებულების სამორიგეო ნაწილის შიდა კლასიფიკაციის N.. საკანში ბრალდებულ „….” და მსჯავრდებულ  „….”  შორის  ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რის შედეგადაც „….” -ს კისრის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრები და მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები, ასევე მარჯვენა მტევნის არეში ნაკაწრები.

2. სისხლის სამართლის N „….” საქმეზე, 2020 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 11:28 საათზე, N8 პენიტენციური დაწესებულების მესამე სარეჟიმო კორპუსის N „….”- ე საკანში, „….” -სა  და თანასაკნელებს: „….” „….”  შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც „….” -ს  აღენიშნებოდა დაზიანება – ცხვირის წინა ზედაპირზე ფუძესათან სისხლნაჟღენთის, მარცხნივ თვალის უპეში შეშუპებისა და ექსკორიაციის სახით. ასევე, მარჯვნივ წინამხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში და იდაყვის არეში ნაკაწრების სახით.

3. სისხლის სამართლის N „….”   საქმეზე, 2021 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 18:41 საათზე, N8 პენიტენციური დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის N „….” საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობა, ბრალდებულ „….” -სა  და „….” შორის ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე, რის შედეგადაც „….”  ცხვირის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორაციის სახით, ხოლო „….”-ს მხარის და უბლის არეში ექსკორაციების და შეშუპების სახით.

4. სისხლის სამართლის N„….”  საქმეზე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 08:20 საათზე N8 პენიტენციური დაწესებულების მესამე სარეჟიმო კორპუსის N„….” საკანში მოთავსებულ „….” – სა და „….”  შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე,” – აღნიშნულია ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ წერილში.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნული წერილის საპასუხოდ აცხადებს, სასწრაფოდ უნდა შეცვალონ ციხის დირექტორი.

„ამ წერილში საუბარია ერთიდაიგივე პატიმარზე, რომელსაც სხვადასხვა საკანში ფიზიკური დაპირისპირება აქვს სხვადასხვა პატიმრებთან.

დასკვნა, არცერთი პატიმარი არ არის დაცული N8 პენიტენციურ სისტემაში (გლდანის ციხეში)!!!

სასწრაფოდ შეცვალეთ ციხის ჯალათი დირექტორი.” -აცხადებს  კობაიძე.