ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით, ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შეტანილი.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომელიც კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, მაისში უნდა დასრულდეს