ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ უნდა მიბაძოს „ქართული ოცნების“ მაგალითს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით გადადგმულ სწორ ნაბიჯს უწოდებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს.

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.