ინდოეთში  ბოლო დღე-ღამეში 3 293 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა 

ინდოეთში კორონავირუსის 360 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 293 ინფიცირებული.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალთა რიცხვი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემატორიუმებში ცეცხლი არასდროს ქვრება, ხოლო გარდაცვლილებს კი, პირდაპირ ქუჩებში წვავენ. ასევე,  უკვე პრობლემები შეიქმნა  შეშის მარაგის გამო.