13 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის განცხადება:

-ნუცუბიძეზე დაკავების დროს გარდაცვლილი ადამიანის საქმესთან დაკავშირებით: ზეგ, 29 ოქტომბრის დღის 12 საათამდე თუ არ გასაჯაროვდება პატრულის მიერ სამხრე კამერით გადაღებული სრული ვიდეომასალა და არა დამონტაჟებული, 13:00 ზე ვიკრიბებით პროკურატურასთან, მოთხოვნით – გასაჯაროვდეს სრული ვიდეო მასალა!

ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ საქმეს ვადარებთ გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა ბიჭების საქმეს, მაგრამ თუ დავხუჭავთ თვალს ამ თემაზე, აუცილებლად მივიღებთ გირგვლიანს, რობაქიძეს, გამცემლიძეს… ყველას მოგიწოდებთ სრული ჩართულობისკენ!!!

ყველაში ვგულისხმობ ადამიანებს და არა ნაცმოძრაობის დამნაშავე ლიდერებს რომლებსაც ხელები სისხლში აქვთ!