ჩინური „სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 6700 ადამიანია დარეგისტრირებული

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩინური „სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 6700 ადამიანია დარეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყველაზე აქტიური ამ მხრივ თბილისი აღმოჩნდა – დედაქალაქში ჩინურ ვაქცინაზე 4500 ადამიანი დარეგიტრირდა.