„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები,  ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ (ვიდეო)

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.  დასაქმებულები ანაზღაურების 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს, საწარმოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად დღის 12:00 საათამდე დრო ითხოვა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, დირექციის შეთავაზება, შეხვედრის თაობაზე, აქციის მონაწილეებს „აზოტის“ მთავარმა ინჟინერმა გააცნო.

როგორც გოჩა ქართველიშვილმა განაცხადა, საწარმოს ხელმძღვანელობა მზადაა საკუთარი წინადადება ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებისგან და იურისტებისგან შემდგარ 20- კაციან ჯგუფს გააცნოს.

აქციის მონაწილეები  ხელმძღვანელობის შეთავაზებას  დათანხმდნენ.