გიორგი ვაშაძე: გპირდებით, ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ვერ შეეწინააღმდეგება

ერთი რამის პირობას გაძლევთ, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომ ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიტომ ამ აბსურდულ ჩანაწერებზე, რომელსაც ახლა სპეციალურად აგდებენ იმისთვის, რომ 12 მაისამდე, სანამ დასვენებას მორჩებიან, ჩვენ მარტო ამაზე ვისაუბროთ, პასუხი უნდა გავცეთ ასეთი: დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რას გულისხმობს ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. დეტალურად ნახეთ  ბმულზე.

ოპოზიციის  მიერ შემუშავებული კანონპროექტი ნახეთ აქ.