ლევან ვასაძე: ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან?

ბიზნესმენი ლევან ვასაძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთადერთი გზა ტერიტორიების დასაბრუნებლად.

“სახელმწიფო დიალოგი უნდა დაიწყოს, ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?”-აღნიშნა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მოდის და პარტიის დაფუძნებას აპირებს.