გიორგი ფხაკაძე – „ფაიზერსა“ და სპერმასთან დაკავშირებით ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის განმარტებით, კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც  ,,ფაიზერი“  გაიკეთეს, სპერმასთან დაკავშირებით  არანაირი პრობლემა არ აქვთ.

,,თუ გახსოვთ საქართველოში ინტერნეტ სამყარო აფეთქდა ,,ფაიზერის“ და სპერმის თემით. მე მაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი. ისრაელში ჩატარდა კვლევები და დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც  ,,ფაიზერით“ აიცრნენ,  სპერმასთან დაკავშირებით  არანაირი პრობლემა არ აქვთ.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი,”  – განაცხადა გიორგო ფხაკაძემ