იაგო ხვიჩია – „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ გულშემატკივარს აჩვევს პარლმენტში შემოსვლას

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა დაბნეულობაა.

„მათ გუნდში ახლა რაღაცნაირი დაბნეულობა იგრძნობა. მგონი, ამ წუთას საერთოდ არ თამაშობენ. გულშემატკივარს შევითანხმებ რას ვიზამ, ვითამაშებ თუ არა, ასეთი რამ მე არ გამიგია, ხალხი რომ ამაზე რეგიონებში დადიოდა, გეგონება, მასე ირკვეოდეს, მართლა შეთანხმდა თუ არა რამე გულშემატკივართან და მხარდამჭერთან.

ვფიქრობ, ერთგვარი პრელუდიაა პარლამენტში შემოსვლის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრია ნამუშევარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საწინააღმდეგო მიმართულებით. ახლა საკუთარ გულშემატკივარს აჩვევენ პარლმენტში შემოსვლას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.