კახა კალაძე: მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა შევძლოთ

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული გზა გამოიარა ქვეყანამ და რამდენი გამოწვევა იყო. ძალიან რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შედეგ დაბრუნებისთვის. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დავკარგეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.