ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს, „მანეკენ პისის” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩოხა ჩააცვეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარი სიმბოლო ქართულ ეროვნულ სამოსშია წარმოდგენილი.

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ბრიუსელის ყველაზე პოპულარული ბიჭის მზადება დილიდან დაიწყეს.

ბრიუსელის მერია „მანეკენ პისის“ შესამოსად ოფიციალურ პირს სპეციალური ბრძანებით ნიშნავს. დღეს კი ამის ექსკლუზიური უფლება ნიკოლას ედელმანს მისცეს. ის არის პასუხისმგებელი „მანეკენ პისის“ საზეიმო სამოსზე.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი და ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.