საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 896 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ნ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა, –  გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.

ამასთან, პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი.