„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავსლაფდასხმული – ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაგვიჯერა, პარლამენტში შემოდიან შერცხვენილები და თავსლაფდასხმულები – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი არის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი და მისი რჩევა იქნება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ცირკის მოსაწყობად ნუ შემოვა.

„ახლა მაინც დამიჯერონ, დაუჯერონ ჩვენს პარტიას, რჩება მინდა მივცე და თხოვნა მაქვს მათთან, აქ ცირკის მოსაწყობად ნუ შემოვლენ, ეს არის გასაცოდავებული გაღადაკებული ქვეყნის და ხალხის პარლამენტი, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ამ საქმით ვართ დაკავებული, დღე და ღამე ვცდილობთ, პენსიებზე ვიფიქროთ, ვეტერანების დახმარებაზე ვიფიქროთ, მიწის რეფორმაზე ვიფიქროთ, დაგვიჯერონ, ყური გვიგდონ ამჯერად მაინც და შოუები კი არ მოვაწყოთ, ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, პარლამენტი არის სივრცე სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.