ნათია თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რის ხარჯზე ფიქსირდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა, განაცხადა, რომ მაჩვენებლის მატება არ უკავშირდება აზარტულ თამაშებს.

„არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა დარგში გვაქვს ზრდა, გარდა – მომპოვებელი ინდუსტრიისა. ამ დარგში, დაახლოებით, იგივე დონეა შენარჩუნებული. სხვა, გადამამუშავებელ, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს, სასტუმროების, ტურიზმის დარგებში არის ზრდა. ყველაზე დიდი, 110%-ზე დიდი ზრდა ფიქსირდება მშენებლობა-დეველოპმენტში. გთხოვთ, იხილოთ სტატისტიკის ანგარიში”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.