თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, რეალობა სხვა აღმოჩნდა – კალაძე ნინოწმინდის პანსიონზე

თბილისის მერი, კახი კალაძე აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა და რეალობა სხვა აღმოჩნდა.

“ბოლო კვირების განმავლობაში მოვლენებს ვაკვირდები, ვაკვირდები თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც იყავით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება რეალობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა კახი კალაძემ

შეგახსენებთ, რომ სასამართლო განჩინების, მიხედვით პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაყვანილი. გარდა ამისა, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავარეპისკოპოსი სპირიდონის ნაცვლად, ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი უხელმძღვანელებს.