ედიშერ ქარჩავა – საჭიროების მიხედვით, პანსიონში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნას მიესალმება.

როგორც ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, ნიწოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებები საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.

“მეუფე იაკობი ყოველთვის თანახმა იყო, ევროსტანდარტები, გაეროს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები განხორციელებულიყო. ამ ინიციატივის მხარდამჭერი იყო მეუფე იაკობი. აქიდან გამომდინარე. მის დანიშვნას მივესალმები.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს პროცესი დაწყებულია გუშინდელი დღიდან და გაგრძელდება დღესაც და ხვალაც, იმის მიხედვით რა საჭიროება დადგება”- აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

მეუფე იაკობს ნინოწმინდის პანსიონში ელოდებიან.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ივნისს, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონს უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო.  ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. გადაწყვეტილება პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში თავის ანგარიშებში აღნიშნულ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე საუბრობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პანსიონში, რომელსაც ამ დრომდე სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავდა, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.