ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “ჯიემთივის” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გარდაცვლილი 40 წლამდეა და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა.

უწყების  ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტს-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარის მოტივი უცნობია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.