ვინც ამბობს, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან გამქრალია, სიტყვა „გამქრალის“ მნიშვნელობა არ იცის – ნიკოლოზ სამხარაძე

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა, ეს ყველაფერი დინამიკაში დავინახოთ – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონული კონფლიქტები, საქართველო კი არის ერთ-ერთი ქვეყანა, როცა რეგიონულ კონფლიქტებზე არის საუბარი.

,,ვინც ამბობს, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან გამქრალია, სიტყვა „გამქრალის“ მნიშვნელობა არ იცის. როცა საქართველოს საკითხი ორ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში ხვდება, საიდანაც ერთი ეხება ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს, ხოლო მეორე ევროკავშირ-ამერიკის ურთიერთობას და საქართველოზე ცალკე პარაგრაფებია ჩაწერილი, რანაირად შეიძლება, ეს იყოს რადარებიდან გაქრობა, ჩემთვის წარმოუდგენელია.
ეს შეხვედრა ოთხსაათ-ნახევარი მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონული კონფლიქტები. რეგიონულ კონფლიქტებში საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, როცა რეგიონულ კონფლიქტებზე არის საუბარი. რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ამაზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა, ეს ყველაფერი დინამიკაში დავინახოთ. ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან, ურთიერთობები კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართონ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება, ამან დადებითი შედეგი მოიტანოს საქართველოსთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.