“იმისათვის, რომ ჭკუა გვესწავლა საფრთხის ქვეშ თამარის ფრესკა დავაყენეთ!”

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

1417786047112628

-„ის რაც 800 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა და მომხდურმა- ის გააკეთა შინაურმა, ოღონდ უფრო საშიშმა და სამარცხვინომ, რადგან ეს შინაური არის ბნელი და გაუნათლებელი! იმედი მაქვს ეს იქნება კარგი გაკვეთილი მათთვის ვისაც გონია რომ საეკლესიო საგანძური მუზეუმებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომ ხატი თავის თავს დაიცავს, რომ მრვალსაუკუნოვანი ფრესკებისთვის სანთლის ჭვარტლი არაფერია. მორჩა და დასრულდა! იმისათვის რომ ჭკუა გვესწავლა საფრთხის ქვეშ თამარის ფრესკა დავაყენეთ! იმედია ჭკუას ახლა მაინც ვისწავლით! ვინც ამ თემაზე კამათს დამიწყებს ან ამ ფაქტის გამართლებას ეცდება, ჩემი მეგობრებიდან ვშლი. 21 საუკუნეა და ამიტომ უნდა გავიგოთ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა განაგებდეს სახელმწიფო და არა ეკლესია!“

გიორგი კალანდია ამ პოსტით ვარძიაში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის მოქმედ ტაძარში, გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი სავარაუდოდ ხის მაგიდაზე დარჩენილი ანთებული სანთელია.

კომენტარის დატოვება