საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 657 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, „პისიარ“ ტესტით – 13 239.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 357 591 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 377   გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 225 666 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 441.