დავით სერგეენკო – როცა ყოფილი პრემიერი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს უდავოდ საყურადღებო მოვლენაა

„როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება,”- ამის სესახებ “ქართული ოცნების” წევრი დავით სერგეენკო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ შანსებზე საუბრისას აცხადებს.

როგორც სერგეენკო ჟურნალისტებთან აღნიშნავს, თუ გახარიამ ასე გააგრძელა და კონკრეტულ საკითხებზე განმარტებები არ გააკეთა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება.

„როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედიააქტივობით, პრეზენტაციით და ბრიფიგნით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაც არაჩვეულებრივი და ამომწურავი პასუხი აქვს ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ასე თუ გააგრძელა და არ განმარტა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს,“ – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ,  პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 18 ტებერვალს გადადგა. მოგვიანებით ის პოლიტიკაში საკუთარი გუნდით დაბრუნდა. გახარიამ პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” დააარსა.