კახა კუჭავა – მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა 20 ივნისს

მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა 20 ივნისს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია თავადაც ამბობს, რომ 20 ივნისს ჩატარებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობას ის იღებს.

„გიორგი გახარია მაშინ შსს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერი იყო და დღესაც იმეორებს, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ამაზე, რადგან ის იყო ხელმძღვანელი. მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა სამართალდამცავების მიმართ. ამიტომ სხვების მხრიდან კითხვის ნიშნების დაყენება არავის არ უნდა გაუკვირდეს“, – განაცხადა კუჭავამ.