უბედური შემთხვევის შედეგად „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ხევიდან ამოიყვანა.

უბედური შემთხვევა რაჭაში სოფელ შქმერში მოხდა. ზურაბ ბაკურაძე დედის დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა. ზურაბ ბაკურაძე შქმერის ტერიტორიაზე ფეხით გადააგილდებოდა, რა დროსაც გზა ჩაინგრა და ხევჩი გადავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.