კახა ბექაური -„მაგთიკომი” ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და ბაზარზე შემოსვლის მსურველებს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომპანია “მაგთიკომი” ცდილობს, დომინანტი იყოს და ბაზარზე შემოსვლის მსურველებს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს.

ბექაურის თქმით, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის გამო ხდება, რომ “მაგთიკომს”კომუნიკაციების კომისიის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჩნია.

„კომუნიკაციების კომისია ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ გარემოს, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია. სწორედ ეს არ მოსწონს მაგალითად, „მაგთიკომს“. ის ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს. სწორედ ამითაა გამოწვეული მათი არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პერსონალურ ცილისწამებასაც კი შეიცავს”-  აცხადებს,”- კახა ბექაური.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩაკეტილი ბაზრის პირობებში კონკურენცია იზღუდება რაც ტელეკომის განვითარებას აფერხებს.

მისივე თქმით, ბაზრის გახსნა გარდაუვალი პროცესია, რადგან ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვან წილს იკავებს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, შესაბამისად საქართველომ ეს პოტენციალი სრულად უნდა აითვისოს.

ამასთან, ბექაური “მაგთიკომს” მოუწოდებს,  დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს.