ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს. ელჩები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით აღჭურვილი მინისტრები გვიან ღამით თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ.

ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.