ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს – ბიჭი მართვის სუნთქვაზე იმყოფება

ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფრომაციით, ბიჭის მეგობარმა იარაღიდან შემთხვევით გაისროლა.

16 წლის მოზარდს დაზიანებული აქვს საყლაპავი მილი. საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა. იგი გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში და ამჟამად მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.