არმაზ ახვლედიანo – მე მეჩვენება, რომ მზადდება წარმოუდგენელი მზაკვრობა საქართველოში, მომდევნო, უახლოესი არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ

„გისურვებთ, რომ წლების შემდეგ, ამ თანამდებობაზე რომ აღარ იქნებით, თქვენი უმრავლესობა, რომ აღარ იქნება უმრავლესობა, თქვენ არ გაწევდეთ უხერხულობის ტვირთი, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიიღეთ და სავარაუდოდ, რომ უნდა მიიღოთ“, – ასე მიმართა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი თქმით, ხშირად განსხვავებული და კრიტიკული აზრი მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. არმაზ ახვლედიანმა ასევე მოუწოდა დეპუტატებს ხელი აიღონ მზაკვრული გეგმის განხორციელებისგან.

„მიშელის დოკუმენტს ამოფარებული, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე, სასამართლო სფეროზე აღარაფერს ვამბობ, მე მეჩვენება, რომ მზადდება წარმოუდგენელი მზაკვრობა საქართველოში. მომდევნო, უახლოესი არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ. ახლა გავიაზროთ, ახლა ავიღოთ ხელი ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებისგან“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა