საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 29709, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18220, PCR ტესტით – 11489.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 365068 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351144 გამოჯანმრთელდა, 5297 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 257974, დღიურად კი – 2777 ადამიანი.