“ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების ბედი ხუნდაძის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, ხვალ სასამართლო პროცესია!”

ნატალია ხოხიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი

-“მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც არჩევნების კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა, მაინც გვესმის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ჩვენ ვთვლით, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ეს ხარეზები გამოსასწორებელია, მეგონა ისე დამთავრდებოდა მეორე ტურიც, რომ განსაკუთრებული დარღვევა არაფერი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ავცდით, კერძოდ, მინდა აღვნიშნო ის დარღვევები, რაც შემეჯამებელი ოქმების განხილვის დროს აღმოვაჩინეთ მცხეთის რაიონში. აქ მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რაც არჩევნების შედეგების დათვლის დროს დაფიქსირდა, ფაქტიურად საოლქო საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების ბედი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

მინდა ორ უბანზე ვისაუბრო, ამ უბნებზე დაწერილი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა და სამართლიანობის დასადგენად იძულებულნი გავხდით სასამართლოში გვეჩივლა, სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ 12 სთ-ზე მცხეთის სასამართლოში. ეს ორი უბანია მე-12 და 41-ე უბანი. მე-12 უბანზე გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მთვლელები, რომლებიც ბიულეტინებს ახარისხებდნენ მდუმარედ დგანან, იღებენ სპეციალური კონვერტებიდან ბიულეტინებს და სხვადასხვა მხარეს გადადებენ ისე, რომ არც კი ამბობდნენ რომელ ბიულეტინში რომელი კანდიდატი იყო დაფიქსირებული. ეს კანონის უხეში დარღვევაა, კანონში გარკვევითაა მითითებული, რომ პირველი მთვლელი იღებს ბიულეტინს, ხმამაღლა აცხადებს პოზიციას აჩვენებს ყველას და ისე გადასცემს შესაბამის მთვლელს. მივიღეთ კიდეც შესაბამისი შედეგი 442 ხმა ხუნდაძეს, 220 ხმა ჩოჩელს.

მეორე 41-ე უბანზე უფრო მძიმე შემთხვევა გვაქვს. შედეგი დაფიქსირდა 508 ხმა ჩოჩელს 255 ხმა ხუნდაძეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ შედეგებს ოქმში შეიყვანდნენ წარმომადგენელმა უბნიდან დარეკა და შტაბს აცნობა, რომ 610 ხმა ჰქონდა ჩოჩელს ამ უბანზე და 208 ხმა ჰქონდა ხუნდაძეს. ამ უბანზე გადაღებულ ვიდეოშიც ისმის თავმჯდომარის ხმა, რომელიც გარკვევით ამბობს, რომ ხუნდაძეს აქვს 208 ხმა. საიდან აღმოჩნდა ოქმში ის შედეგები საინტერესოა რომელმაც არჩევნების შედეგი შეცვალა. ოქმში ფიქსირდება რომ 508 ხმა ჩოცელს 255 ხმა ხუნდაძეს და 43 ბათილი ბიულეტინი. ამის შემდეგ უფრო უარეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შედეგი გაასაჩივრეს საოლქოში, სადაც ის ვიდეოც აჩვენეს ოლქის წევრებს, რომელშიც ფიქსირდება გაბათილებულ ბიულეტინში გადადებული ისეთი ბიულეტინი, რომელშიც პოზიცია ჩოჩელის სასარგებლოდ იყო დაფიქსირებული, ოლქმა კი გადაწყვიტა ასეთი იყო 16 ბიულეტინი და ეს შედეგი დაუმატეს ჩოჩელს და მოაკლეს ბათილ ბიულეტინებს, საბოლოოდ დააფიქსირეს 255 ხუნდაძეს, 524 ჩოჩელს და 27 ბათილი ბიულეტინი. ეს გადაწყვეტილება კი ისე მიიღო ოლქმა, რომ არც კი გადაუთვლიათ ბიულეტინები ხელახლა. ეს მარტო დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მწვანე დედამიწა” გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აუცილებლად დავესწრებით პროცესს, თუ სამართლიანი სასამართლოა, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაავალოს მას უბნის გახსნა და ხმების ხელახალი გადათვლა.

სამართლიანობა გვავალდებულებს ასე მოვიქცეთ არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგი დადგება ამ ოლქში, ერთხელ თუ დავუშვით უსამართლობა, ეს შემდეგ ჩვევაში გადავა, მითუმეტეს მაშინ, როცა ერთ წელიწადში წინ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს. ეს კი გამოიწვევს იმას რომ ერთი რეჟიმიდან მეორე რეჟიმში გადავალთ და ეს ხელისუფლებაც წინამორბედის ბედს გაიზიარებს.

კომენტარის დატოვება