„ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელობა სულელურ ნაბიჯებს დგამს – ბრიუსელსა და აშშ-ში ვიზიტების დროს ჩვენი დასაცავები გახდნენ – გიორგი გახარია

სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვანაირად არ შევაფასებ, სხვებმაც შეაფასეს. ახლა არ მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მარტივ რაღაცას გეტყვით,  „ქართული ოცნების“, არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს,  მათი ეს ნაბიჯები ჩვენი დასაცავი გახდა, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ და თანავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.