გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წულაიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 6 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა, თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.