ბადრი ჯაფარიძე – მიშელის დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნის პროცესი უნდა განახლდეს მხოლოდ რეფორმის შემდგომ, ასეთი პოზიცია აქვს როგორც ოპოზიციას, ასევე მოდერატორებს

უნდა განხორციელდეს შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული თანმიმდევრული ნაბიჯები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და შერჩევის პროცესის განახლება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნის პროცესი უნდა განახლდეს მხოლოდ რეფორმის შემდგომ.

„უნდა განხორციელდეს შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული თანმიმდევრული ნაბიჯები, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და შერჩევის პროცესის განახლება. გაგახსენებთ, რა მოხდა – შერჩევის პროცესში შეიცვალა შერჩევის წესები, ამან პროცესის დისკრედიტირება მოახდინა. შარლ მიშელის დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნის პროცესი უნდა განახლდეს. პროცესი უნდა განახლდეს მხოლოდ რეფორმის შემდგომ. ასეთი პოზიცია აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მოდერატორებს, ანუ, იმ მხარეს, ვინც პროცესში ჩართული იყო და წარმოადგინა დოკუმენტი. თუ არა მოდერატორს, ვის უნდა ვკითხოთ მაშინ, შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტი?“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.