Sinopharm-ზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ 3 ივლისიდან დაიწყება.

„ყველა ეს დოზა დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი ცივი ჯაჭვის საწყობებში.

ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.

ვიწყებთ „სინოფარმით“. 3 ივლისს გაიხსნება რეგისტრაცია. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად, „სინოვაკით“, – განაცხადა გამყრელიძემ.