დავით სერგეენკო – შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე, გუშინდელ მოვლენებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს

50-ზე მეტი ადამიანის ცემას რა ჰქვია, არ მგონია, პრემიერის განცხადებას გავლენა ჰქონოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100%-ით დანაშაულის პრევენცია ვერ მოხდა.

„შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. არ ვიცი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, თუ პოლიტიკური საფანელი ჰქონდა, მაგრამ მგონია, ამ საქციელზე ყველა ადამიანმა ძალიან სწრაფად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი. კარვების დარღვევის დროს ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი არც კი იყო. არ მგონია, რომ მისმა განცხადებამ ეს ადამიანები წაახალისა.

50-ზე მეტი ადამიანის ცემას რა ჰქვია, არ მგონია, პრემიერის განცხადებას გავლენა ჰქონოდა. სამწუხარო შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100%-ით დანაშაულის პრევენცია ვერ მოხდა. სურვილი იქნებოდა, ამ ყველაფრის პრევენცია მომხდარიყო. თქვენი პოზიციის ადამიანურად მესმის და პასუხების გაცემა მიჭირს, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს გუშინდელ მოვლენებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.