არასწორად მიმაჩნია, როდესაც ელჩები ასე დაჟინებით გამოთქვამენ პოზიციას ისეთი ღონისძიების ჩატარებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გრძნობებს შეურაცხყოფს- გიორგი კვირიკაშვილი

არასწორად მიმაჩნია, როდესაც ელჩები ასე დაჟინებით გამოთქვამენ პოზიციას –  ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე განვითარებულ მოვლენების შეფასებებს ელჩების მხრიდან.

,,მე ვერ გამოვდგები საპარლამენტო გუნდის ადვოკატად,  იმიტომ რომ სხვადასხვანაირი განცხადებები მოვისმინეთ და საერთოდ არ ვაპირებ მათი განცხადებების ანალიზს. მე უბრალოდ პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, როდესაც ამდენი ელჩი გამოთქვამს ასეთ დაჟინებულ პოზიციას, ისეთი ღონისძიების ჩატარებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი  ნაწილის გრძნობებს შეურაცხყოფს. ეს არის ფაქტი და მოცემულობა.,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.