პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა – ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, ვითარება რანდენჯერმე დაიძაბა “პრაიდის”მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე გამოჩნდნენ.

ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ასევე, ფისიკურად გაუსწირდნენ ტრანსგენდერ ქალს.

ამ დროისთვის პოლიციამ რამდენიმე პირი უკვე დაკაავა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

“პრაიდის” მოწინააღმდეგეები შეკრებილებს კვერცხებს და ქვებს ესვრიან.

ადგილზე “ჯიემთივის” კორესპონტენტი მუშაობს.

როგორც მასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ძალადობას არ დაუშვებენ და პოლიციას მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.