მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინის  დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს.
ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge-ზე.
ხოლო აღნიშნული ვაქცინით აცრა მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.