აბიტურიენტები, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარებას ხვალიდან შეძლებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ხოლო, 21 ივლისიდან დამატებითი სესიების დაიწყება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გოგროძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სოფიო გოგროძემ საგამოცდო პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა გამოცდები კორონავირუსის გამო გადაიდო.

ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.

შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან. იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წერა, გამოქვეყნებული ტესტები კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამასთან, დამატებითი სესიების ქულები არ თანაბრდება და მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლებულია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.