რატი იონათამიშვილი – საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება

გარკვეული საკითხების ირგვლივ შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს არასდროს არ აისახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ეს პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება.

ჩვენი პოზიცია არის, რომ სასამართლოში მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს და რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, არის სასამართლოს გადატვირთულობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე სწრაფი პასუხების არარსებობა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც ზოგადად, არჩევას ნიშნავს. მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით, რომ მან უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეების სიჭარბე სასამართლოებში განტვირთოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password