Associated Press: „თალიბანი“ ქალებს მოუწოდებს, ახალ მთავრობას შეუერთდნენ

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში ამნისტია გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეუერთდნენ. შესაბამისი განცხადება „თალიბანის“ კულტურის კომისიის წევრმა, ენამულა სამანგანმა გააკეთა.

„ისლამურ საამიროს არ სურს, რომ ქალები მსხვერპლნი გახდნენ. შარიათის კანონის შესაბამისად, ისინი სამთავრობო სტრუქტურაში უნდა იყვნენ. მთავრობის სტრუქტურა ბოლომდე არ არის მკაფიო, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს სრულად ისლამური ხელმძღვანელობა და ყველა მხარე უნდა შეუერთდეს მას“, – აღნიშნა ენამულა სამანგანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.