“მას ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, ასეთი შემთხვევები არის 0.001%” – ტიკარაძე ორჯერ ვაქცინირებული პირის გარდაცვალებაზე

კლინიკა “გორმედში” ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მომხდარს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე, რომლის თქმითაც, პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით.

“ეს არის 0,001%, ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტში იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობილია რომ მამაკაცი კლინიკა “გორმედში” გარდაიცვალა.