თეა წულუკიანმა ფილიპინების ელჩთან შეხვედრა გამართა

თეა წულუკიანმა ფილიპინების ელჩთან შეხვედრა გამართა – ინფორმაციას საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე ფილიპინების რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მარია ელენა პალო ალგაბრეს შეხვდნენ.

თეა წულუკიანმა ელჩს სამინისტროს საქმიანობა გააცნო. მხარეები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.